Wednesday, February 17, 2010

ფრაქტალი


1975 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა ბენუა მანდელბროტმა ახალი სიტყვის დაბადება ამცნო სამყაროს. ეს ახალი სიტყვაფრაქტალიიყო, რომელიც ლათინური fractusისგან იყო ნაწარმოები, რაც თავის მხრივ დამსხვრევას, დანაწევრებას ნიშნავს. თავად ფრაქტალი კი მანდელბროტის განმარტებით აღნიშნავდა ობიექტს, რომლის თითოეული დეტალიც იმეორებს მის მთლიანობას, ანუ საქმე გვაქვს თვითმსგავსების მოვლენასთან, რომელიც შეისწავლა მანდელბროტმა და აჩვენა, რომ ჩვენს სამყაროში ფრაქტალური ხასიათის საგნები და მოვლენები მრავლადაა.
.სიტყვა „ფრაქტალი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1977 წელს , როცა გამოიცა ბენუა მანდელბროტის წიგნი „ ბუნების ფრაქტალური გეომეტრია“.
ფრაქტალი ესაა უსასრულო თავისი მსგავსი გეომეტრიული ფიგურა , რომლის ყოველი ფრაგმენტი განმეორებული ფიგურაა შემცირებული მასშტაბით.
მეცნიერებმა მოახდინეს ფრაქტალის კლასიფიცირება, არსებობს:
1.ალგებრული ფრაქტალი
2. გეომეტრიული ფრაქტალი
3. სტოქასტიკური ( შემთხვევითი) ფრაქტალი
ალგებრული ფრაქტალის კლასიკურ მაგალითად განიხილება მალდელბროტის სიმრავლე, ესაა ფრაქტალი , რომელიც განისაზღვრება როგორც გარკვეული წესით მოცემული C წერტილთა სიმრავლე კომპლექსურ სიბრტყეზე.
აღნიშნულ საკითხზე XII კლასის მოსწავლე უჩა დოფიძის მიერ დამუშავებულ იქნა თემა "ფრაქტალი", რომელიც წარდგენილი იყო მოსწავლეთა 64-ე სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციაზე და დაჯილდოვდა სიგელით.


ოქროს კვეთას ეფუძნება ლოკოკინას ნიჟარის აგებულება

ოქროს კვეთას ეფუძნება ლოკოკინას ნიჟარის აგებულება

ოქროს კვეთის პრინციპითაა განლაგებული მზესუმზირას მარცვლები

ოქროს კვეთის პრინციპითაა განლაგებული მზესუმზირას მარცვლები

ადამიანის თითის ხაზებიც "ოქროს სპირალებია"

ადამიანის თითის ხაზებიც "ოქროს სპირალებია"