Tuesday, October 13, 2009

ოქროს კვეთა

ოქროს კვეთა

პროექტის სახელი: ოქროს კვეთა

პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ოქროს კვეთის შესახებ.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან “ოქროს კვეთის” არსს, შემდეგ კი შეაგროვებენ ინფორმაციასა და მასალებს ოქროს კვეთის გამოყენებაზე მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ისტორიაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ასტრონომიაში, ანატომიაში.გაეცნობიან ფიბონაჩის რიცხვებს და მათ მიხედვით აგებულ სპირალს, რომელიც ოქროს კვეთის პრინციპზეა დაფუძნებული. ტერმინი „ოქროს კვეთა“ დიდმა იტალიელმა ხელოვანმა და მეცნიერმა ლეონარდო და ვინჩმა შემოიღო (XV საუკუნის დასასრულს), მოსწავლეები ინფორმაციას მოიძიებენ წიგნებიდან, ცნობარებიდან, ინტერნეტ–საიტებიდან, ზომავენ და აგროვებენ მასალას მათ ირგვლივ არსებულ საგნებში ოქროს კვეთის პრინციპის გამოყენების მაგალითებზე მცენარეებში, ცხოველებში, ადამიანებში, შენობებში, კულინარიაში, ხელოვნებაში და ა. შ.

მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი

ვადები / ხანგრძლივობა: 2 კვირა.

პროეტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციისა და მასალების მოძიება, სურათების გადაღება ალბომისა და კედლის გაზეთისათვის, კედლის გაზეთის გამოშვება , პრეზენტაციის გაკეთება და ინტერნეტში განთავსება, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, კონფერენციის ჩატარება.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კონფერენციის ჩატარება, კედლის გაზეთის შექმნა, სასკოლო მათემატიკური ვებ –გვერდის შექმნა, ვიდეო– რგოლის შექმნა და ინტერნეტში განთავსება, პრეზენტაციის შექმნა და ბლოგში განთავსება.

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას, დაამყარებენ კავშირს მეცნიერების სხვადასხვა დარგს შორის, დაინახავენ სილამაზესა და ჰარმონიას რიცხვებსა და გეომეტრიული ფიგურების მიღმა, დარწმუნდებიან რომ სამყაროში ყველაფერი წესებსა და კანონებს ემორჩილება, ამიტომაცაა ის ასე მოწესრიგებული, ადამიანებმაც პატივი უნდა ვცეთ იმ წესებსა და პრინციპებს რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ვიარსებოთ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად და მოწესრიგებულად. სხვა მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ მათი თანატოლების მოძიებულ მასალებს და გაიმდიდრონ ცოდნა.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა: „ვეფხისტყაოსანში“ პოულობენ ოქროს კვეთის მაგალითებს.

მხატრობა: მოიძიებენ ფერწერულ ტილოებს, რომლებშიც ოქროს კვეთაა გამოყენებული, ( ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი , ტიციანი და ა. შ.).

ისტორია: ეგვიპტის პირამიდებსა და რომის პართენონის ოქროს კვეთის პროპორციებთან ერთად ეცნობიან იმ ეპოქას, რომლებშიც შეიქმნა ეს ისტორიული ძეგლები და საოცრებები.

მუსიკა: ბგერების ტონალობებს შორის არის „ოქროს კვეთის „ პროპორცია.

გეოგრაფია: ტორნადოსა და ქარბორბალას სპირალი ოქროს კვეთას ეფუძნება.

ბიოლოგია: მცენარეთა ტოტებზე ფოთლების დაშორება, ყვავილების გვირგვინის ფურცლების განლაგება, ლოკოკინის ნიჟარის ფორმა, მზესუმზირის მარცვლების განლაგება ეფუძნება „ოქროს კვეთას“.

ანატომია: ადამიანების სხეულის პროპორციები იგივე „ოქროს კვეთის“ პრინციპზეა დაფუძნებული, როცა ეს პროპორციები მაღალი სიზუსტითაა დაცული, შესაბამისად ადამიანი უფრო მოხდენილი და ლამაზი შესახედაობისაა.

ასტრონომია: მთლიანად სამყარო, ჩვენი გალაქტიკა და მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა ეფუძნება „ოქროს კვეთის“ სპირალის მოძრაობას.

პროექტის ფასილიტატორი: ნადია დაბრუნდაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nanadabrundashvili1@gmail.com


ხაშურის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დავით დოფიძემ დაამუშავა და მოსწავლეთა 64-ე სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციაზე წარადგინა თემა : "ოქროს კვეთა__ღვთაებრივი პროპორცია", რომელიც დაჯილდოვდა სიგელით._

No comments:

Post a Comment

ოქროს კვეთას ეფუძნება ლოკოკინას ნიჟარის აგებულება

ოქროს კვეთას ეფუძნება ლოკოკინას ნიჟარის აგებულება

ოქროს კვეთის პრინციპითაა განლაგებული მზესუმზირას მარცვლები

ოქროს კვეთის პრინციპითაა განლაგებული მზესუმზირას მარცვლები

ადამიანის თითის ხაზებიც "ოქროს სპირალებია"

ადამიანის თითის ხაზებიც "ოქროს სპირალებია"