Saturday, October 31, 2009

შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები

1.      როექტის სახელი:  მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლები

2.      პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებს ქალაქის სხვადასხვა სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ.

3.      პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებს ქ.ხაშურის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეთა ოდენობების შესახებ,  კლასების მიხედვით. იყენებენ შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს და ახასიათებენ სკოლების კლასების სიხშირეებს, განიხილავენ კლასების სიხშირეთა განაწილებას, წარმოადგენენ ჰისტოგრამას, სიხშირეთა პოლიგონს, აგებენ დაგროვილ (კუმულაციურ) სიხშირეთა განაწილების წირს _ ოგივას, ითვლიან მონაცემთა ყველა ძირითად რიცხვით მახასიათებელს და ამ ყველაფერს ასრულებენ ისტ_ის გამოყენებით Microsoft Office Word-ში.

4.      მონაწილეთა ასაკი:  XI კლასი, 16 წელი.

5.      ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.

6.      პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება–გაცვლა, დისკუსიების გამართვა.

7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: დიაგრამების პრეზენტაცია, ბლოგში განთავსება.

8.      სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაიმეორებენ და კარგად დაეუფლებიან დიაგრამების აგებას, განუვითარდებათ კომუნიკაციის უნარი.

9.      სამუშაო ენა: ქართული

10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

·         მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცამებს.

მათემატიკა XI. 12

·         მოსწავლე წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და ახდენს მათ ინტერპრეტაციას.

                                                         მათემატიკა XI. 13

·         მოსწავლე აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს.

                                                          მათემატიკა XI. 15

11.  პროექტის ფასილიტატორი:   ნანა დაბრუნდაშვილი

12.  ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  nanadabrundashvili1@gmail.com

13.  პროექტის ვებ გვერდი/ ბლოგი:

 

No comments:

Post a Comment

ოქროს კვეთას ეფუძნება ლოკოკინას ნიჟარის აგებულება

ოქროს კვეთას ეფუძნება ლოკოკინას ნიჟარის აგებულება

ოქროს კვეთის პრინციპითაა განლაგებული მზესუმზირას მარცვლები

ოქროს კვეთის პრინციპითაა განლაგებული მზესუმზირას მარცვლები

ადამიანის თითის ხაზებიც "ოქროს სპირალებია"

ადამიანის თითის ხაზებიც "ოქროს სპირალებია"