1.პროექტის სახელი: გეომეტრიული ფორმები და სიმეტრიის ელემენტები ხაშურის რაიონის არქიტექტურულ ძეგლებში
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფს ეძლევა დავალება შეისწავლოს ესა თუ ის არქიტექტურული ძეგლი .
3.პროექტის სრული აღწერა: კლასის მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება შეისწავლონ ხაშურის რაიონში მდებარე ისტორიული ძეგლები( წრომის, იტრიის, ხცისის, სურამის და ა.შ.).მათ უნდა მოიძიონ ამ ძეგლების აშენების შესახებ ისტორიული ცნობები, აღწერონ ეს ნაგებობები მათემატიკური თვალსაზრისით, მოძებნონ ღერძული და ცენტრული სიმეტრიის გამოყენების მაგალითები, სასურველია გაიგონ ამ ძეგლების სიმაღლეები სამკუთხედების მსგავსობით.
4. მონაწილეთა ასაკი: XI კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოძიება, განხილვა კლასში,დისკუსია, პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები: პრეზენტაცია, ბლოგში განთავსება.
8.სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაეცნობიან საკუთარი რაიონის კულტურულ ძეგლებს, დააფასებენ წინაპართა ღვაწლს და გაუღრმავდებათ ეროვნული სულისკვეთება.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა
11.პროექტის ფასილიტატორი: ნანა დაბრუნდაშვილი
12 ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nanadabrundashvili1@gmail.com
No comments:
Post a Comment